saqarTvelos mdinareebi - mexadiri

ტერიტორიული ერთეულები გულრიფშის მუნიციპალიტეტი
სათავე გაგრის ქედი
სიგრძე 15 კმ

 

მდინარე გაგრის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გაგრის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ერთვის შავ ზღვას დაბა განთიადთან. ზღვის დონიდან 965 მ. სიგრძე 15 კმ. აუზის ფართობი 23,1 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხშირია წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 1,04 მ3/წმ.